გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ვლადიმერ ბოჟაძე „სირცხვილია“-ს წევრებს: მიუკერძოებელი ენჯეოები და ,,სამოქალაქო აქტივისტები" არჩევნების მოახლოებასთან ერთად მშობლიურ პარტიებში უკვე ოფიციალურად წევრიანდებიან

23-07-2021

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს“ მიერ ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაციის გამართვას ეხმიანება, სადაც პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად გიორგი ნონიაშვილი დაასახელეს.

,,ევროპულ საქართველოში მატებაა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ,,ენჯეოების" წევრები და ,,სამოქალაქო აქტივისტები" არჩევნების მოახლოებასთან ერთად მშობლიურ პარტიებში უკვე ოფიციალურად წევრიანდებიან. ახლა ალბათ ,,კრიტიკული მედიის" წარმომადგენლების გაპოლიტიკოსების ჯერიც დადგება. რაც მალე მით უკეთესი, 2 ოქტომბერი უკვე ახლოსაა” - წერს ვლადიმერ ბოჟაძე facebook - ზე.