გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მთავარ სერჟანტებს სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იარაღის ტარების უფლება ექნებათ

26-07-2021

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით მიიღო „იარაღის შესახებ „კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც მთავარი სერჟანტებისთვის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.

„ამ ინიციატივით ხდება მათი გათანაბრება ოფიცრებთან. იმისათვის, რომ მთავარი სერჟანტი გახდეს, უამრავი კურსი უნდა გაიაროს საგანმანათლებლო, კარიერული, იარაღთან მოპყრობასთან დაკავშირებით და 20 წელი სჭირდება მთავარი სერჟანტის წოდებამდე მიღწევას", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ.