გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

თეთრიწყაროში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

11-04-2018

ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თეთრიწყაროში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ადგილობრივმა სამართალდამრღვევებმა,  ალგეთის სატყეო უბნიდან,  12 მ- მდერცხილას სახეობის საშეშე მერქანის  ტრანსპორტირება სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს. 

სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „ზილ-131“ 
მარკის სატვირთო ავტომანქანები  დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.