გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პარლამენტში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ქალი პოლიტიკოსების გაძლიერების და მხარდაჭერის პლატფორმა შეიქმნება

3-08-2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გადაწყვეტილებით ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ქალი პოლიტიკოსების გაძლიერების და მხარდაჭერის ინტერპარტიული თანამშრომლობის პლატფორმა შეიქმნება.

ინტერპარტიული თანამშრომლობის პლატფორმა მიზნად ისახავს:

- შექმნას პოლიტიკოსი ქალების სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფორმატი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქალების მხარდაჭერა არჩევითი ორგანოს ყველა წარმომადგენლობით დონეზე;

- ძალადობისაგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას;

- საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ქალი კანდიდატების წინაშე არსებული სპეციფიკური გამოწვევების შესახებ და გენდერული სტერეოტიპებისაგან დაცლილი მედიაგაშუქების უზრუნველყოფის ხელშეწყობას.

ინტერპარტიული თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში, ძალადობისაგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის ხელშესაწყობად, ყოველთვიურად მოეწყობა პარლამენტის წევრ დეპუტატ ქალთა არაფორმალური შეხვედრები ქალი პოლიტიკოსების წინაშე არსებული გამოწვევების განსახილველად და ქალი კანდიდატების გაძლიერების მიზნით სამომავლო ინტერპარტიული ნაბიჯების დასაგეგმად. ამასთანავე, დაიგეგმება შემდგომი მიზანმიმართული ღონისძიებები სამართლიანი და ობიექტური მედიაგაშუქების უზრუნველსაყოფად.