გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე: იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და განვითარების პერსპექტივა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ პროცესში

5-08-2021

„იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და განვითარების პერსპექტივა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ პროცესში" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს შექმნილი აქვს ყველა პირობა ვაქცინაციის პროცესისთვის.

 

„კიდევ ერთხელ მსურს მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. დღეს, ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი, დავიცვათ გარშემომყოფები, განსაკუთრებით ბავშვები. იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და განვითარების პერსპექტივა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ პროცესში, დავიცვათ ელემენტარული წესები და ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ამისთვის ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი სახელმწიფოს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.