გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

რისმაგ გორდეზიანი: მიმაჩნია, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს მეცნიერების მნიშვნელოვან მიღწევებს

7-08-2021

აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი სინოვაკის ვაქცინით აიცრა.81 წლის მეცნიერმა შინ მომსახურების სერვისით ისარგებლა და ოჯახის წევრებთან ერთად ჩაერთო განათლების სისტემის წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესში.


რისმაგ გორდეზიანი მოუწოდებს თავის კოლეგებსა და სტუდენტებს, პატივი სცენ მეცნიერების მნიშვნელოვან მიღწევებს, გამოხატონ თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და აიცრან. მეცნიერი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გარანტიაა.


საქართველოს მასშტაბით განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის გამოყოფილ ამცრელ კაბინეტებში აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი.