გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შავ ზღვაზე ქართველი და რუმინელი სპეციალური ოპერაციების ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა

7-08-2021

შავ ზღვაში საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებმა კომბინირებული საზღვაო სწავლება შავ ზღვაში პირველად გამართეს. სწავლებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფიც იყო ჩართული.


იმიტირებული სცენარის მიხედვით, უცხო ქვეყნის გემმა, რომელზეც სავარაუდოდ უკანონო შეიარაღებული ჯგუფი იყო განთავსებული, საქართველოს ტერიტორიული წყლები დაარღვია. ქართველმა და რუმინელმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა კი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფთან ერთად აბორდაჟის ერთობლივი ოპერაცია განახორციელა.


ერთობლივი სწავლება საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გამყარებას ისახავდა მიზნად.