გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

წალენჯიხაში ფიცრის უკანონო და შენიღბული ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

12-04-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველადი გადამუშავების პროდუქტის - ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარის ქვედა ნაწილში არსებულ ე.წ. სამალავში 1,4 მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი იყო განთავსებული. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს,  მძღოლმა ვერ წარმოუდგინა დოკუმენტაცია. 

ავტომანქანა და პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში გადაიგზავნება.