გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გიორგი ღურჯუმელიძე: „ქართული ოცნების” შტაბში ფულის დარიგება, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა სიმართლეს არ შეესაბამება და ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა

11-08-2021

„ტვ პირველის“ მიერ სიუჟეტთან დაკავშრებით „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ბიუროს წევრმა, გიორგი ღურჯუმელიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა ოზურგეთში, „ქართული ოცნების” შტაბში ფულის დარიგების, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა სიმართლეს არ შეესაბამება და ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.


„ნაციონალური მოძრაობა და მისადმი დაქვემდებარებული მედია იმდენად სასოწარკვეთილი და იმდენად გასულია რეალობიდან, ოზურგეთში, ქართული ოცნების შტაბში გაკეთებულ ფეიკ სიუჟეტში, სერიოზულად გვიმტკიცებენ, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ანუ გვიმტკიცებენ, რომ „ქართული ოცნების” შტაბის ერთმა წევრმა, შტაბის მეორე წევრი მოისყიდა. ეს უკვე სრული სიგიჟეა და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ნამდვილად შეუძლებელია“ - განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.