გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

12-04-2018

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ჯებირის ნაწილი ძირს დაეცა, რა დროსაც ერთ-ერთ გამვლელს ფეხი დაუზიანა. 

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მას პირველადი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"