გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რუსთავში მერიისა და კომპანია ,,ჰუმანა ჯორჯიას'' ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

12-04-2018

რუსთავში დღეს მერიისა და კომპანია ,,ჰუმანა ჯორჯიას’’ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გრიგოლ ვეფხვაძემ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში მცხოვრებ ჩვილბავშვიან ოჯახებს, ბავშვთა კვების პროდუქტები, ტკბილეული, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები სახლში მიუტანეს.

აქციის ფარგლებში, საჩუქრები სულ ოცდახუთმა ოჯახმა მიიღო.

რუსთავის მერიისა და ,,ჰუმანა ჯორჯიას’’ მსგავსი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გასული წლის დეკემბერშიც მოეწყო.