გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურჯაანში აგრარული ბაზრის მშენებლობა იწყება

13-04-2018

გურჯაანის აგრარული ბაზრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. 

როგორც knews.ge-ს ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, ბაზარი დროებით სანაპიროს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ლამარა აკოფაშვილის ინფორმაციით, ბაზრის მშენებლობა დაახლოებით 3 თავის განმავლობაში გაგრძელდება. 
„მერიამ უნდა გამოყოს ალტერნატიული ფართი, რომ მოვაჭრეები იქ გადავიდნენ. შენობაში უნდა შევიდნენ რძისა და ხორც პროდუქტების მწარმოებლები. ამ შენობაში აუცილებლად იქნება სტანდარტები დაცული და შესაბამისი პირობები. საჭიროა წყალი, დენი. როდესაც ეს პირობები უზრუნველყოფილი იქნება, მოვაჭრეები მერე გადავლენ ალტერნატიულ ფართში. ამის შემდეგ დაიწყება ახალი ბაზრის მშენებლობა“, - განუცხადა knews.ge-ს ლამარა აკოფაშვილმა. 
მისივე თქმით, გურჯაანის აგრარულ ბაზარში, ჯამში, 200 სავაჭრო ადგილი გამოიყოფა. ბაზრის მშენებლობას დაახლოებით 250 ათასი ლარი მოხმარდება.

knews.ge