გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და "არენას" შორის მემორანდუმი გაფორმდა

13-04-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრ "არენას" შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

ამიერიდან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები  ისარგებლებენ 20 % იანი ფასდაკლებით სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის პრესკურანტით გათვალისწინებულ ნებისმიერ მომსახურებაზე.  ამ გადაწყვეტილებით სპორტკომპლექსის დამფუძნებლებმა საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს.

ერთი ოჯახიდან ორი, ან მეტი წევრის მომსახურების შემთხვევაში გათვალისწინებულია დამატებითი შეღავათები ბავშვთა ცურვის შემსწავლელ ჯგუფებში.

ფასდაკლებით სარგებლობის მსურველმა ვეტერანებმა და მათი ოჯახების წევრებმა განცხადებით უნდა მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.  დამატებით ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ სამსახურის ცხელ ხაზს: 2 48 16 26