გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ხელვაჩაურში, ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

13-04-2018

ხელვაჩაურში, ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, "ენერგი -პრო ჯორჯია" და აჭარის ფინანსთა სამინისტრო ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მრიცხველების დამონტაჟებაზე უარს ეუბნებიან. 
"თუ დღეს ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, აქციებს არ შევწყვეთ",- განაცხადა აქციის მონაწილე მარინა ბერიძემ. 
აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და თუ მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, აჭარის მთავრობის სახლთან ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.

"ინტერპრესნიუსი"