გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოზურგეთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ჩხუბის გამო პოლიციამ 40 წლამდე მამაკაცი დააკავა

13-04-2018

რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა საშუალო ასაკის მამაკაცი ოზურგეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ატეხილი ჩხუბის გამო დააკავა.

"გურიის მოამბისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მაღაზიის გამყიდველს ჯერ ალკოჰოლური სასმელი და სიგარეტი მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი,  ჩხუბი დაუწყო: "ძალიან აგრესიულად იქცეოდა, ჩხუბობდა, უწმაწურ სიტყვებს იძახდა. მერე დაიწყო მაღაზიაში რაღაცეების მტვრევა,  სულ სისხლიანი იყო, არ ვიცი ამ მტვრევის დროს იტკინა რამე თუ იქ ვინმემ ხელი დაარტყა, პოლიცია გამოიძახეს ადგილზე, იმათაც წინააღმდეგობას უწევდა. მერე სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს"--გვითხრა თვითმხილველმა. 

"'მედალფას" კლინიკაში ნასვამი მამაკაცი სასწრაფოს ბრიგადამ პოლიციელების თანხლებით მოიყვანა. ძალიან  აგრესიული იყო. ყვიროდა. პირველადი დახმარება ჩაუტარდა და შემდეგ  პოლიციის პიკაპით წაიყვანეს. სავარაუდოდ პოლიციაში გადაიყვანდნენ"-გვითხრეს კლინიკაში. 

როგორც შსს პრესსამსახურში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

"გურიის მოამბე"