გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მებაჟეებმა სარფში არადეკლარირებული ოქროს სხმულები აღმოაჩინეს

20-08-2021

საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი" კონტროლის ზონაში, სხვადასხვა წონის არადეკლარირებული ოქროს ზოდები (7 ცალი და 1 ცალი ოქროს სამაჯური) საერთო წონით: 60 გრამი გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ს.კ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საქამრეში მოწყობილ სპეციალურ სამალავში, არადეკლარირებული ოქროს სხმულები და სამაჯური აღმოაჩინეს.


საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12 034,8 ლარი შეადგინა.


საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.