გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ოზურგეთში "თიბისი" ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს

13-04-2018

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, ოზურგეთში "თიბისი" ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

გამოძიებისთვის ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს და შემდეგ გაქურდეს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ათასი ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ აპარატს ვიდეო თვალებით აკონტროლებენ, დამნაშავეების ვინაობის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.  

შსს- ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

"გურიის მოამბე"