გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მაშველებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე შეუძლოდ მყოფი ტურისტები თბილისში გადმოიყვანეს

21-08-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტურისტულ თავშესაფარში იმყოფებოდა 4 მოქალაქე, რომლებიც იყვნენ შეუძლოდ და ესაჭიროებოდა მაშველების  დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება სწრაფად მოახდინა. მოქალაქეების დასახმარებლად  სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდნენ.

მეხანძრე-მაშველებმა შეუძლოდ მყოფი საფრანგეთის 3 და საქართველოს ერთი მოქალაქე ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ჩამოიყვანეს, საიდანაც მოხდა მათი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.