გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მოახლოვებული ერთობლივი სამთავრობათაშორისი კომისია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას ლოგისტიკის, ტრანზიტისა და ვაჭრობის სფეროებში

22-08-2021

უკრაინასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მოახლოვებული ერთობლივი სამთავრობათაშორისი კომისია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას ლოგისტიკის, ტრანზიტისა და ვაჭრობის სფეროებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "Twitter"-ში წერს.

"ჩემს კოლეგას, დენის შმიგალს შევხვდი და მრავალი საკითხი განვიხილე. მათ შორის იყო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ასევე ვისაუბრეთ ეკონომიკური თანამშრომლობის მოახლოვებულ ერთობლივ სამთავრობათაშორის კომისიაზე, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას ლოგისტიკის, ტრანზიტისა და ვაჭრობის სფეროებში", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.