გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

22-08-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.


მთავრობის მეთაურმა ასევე პატივი მიაგო ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას.


მემორიალთან პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.