გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება

24-08-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება.

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება.

მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია, ხოლო დარჩენილ ნაწილზე მუშაობას მტკიცედ ვაგრძელებთ",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი