გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შუახევის მერობის კანდიდატი - ომარ ტაკიძე, ფორჩხითის, მჭედლურის, ქობულების, ნაკანაფევისა და დედეშვილების უბნების მოსახლეობას შეხვდა

25-08-2021

პარტია ,,ქართული ოცნების" შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი - ომარ ტაკიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფორჩხითის, მჭედლურის, ქობულების, ნაკანაფევისა და დედეშვილების უბნების ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

"მოსახლეობის წინაშე, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გავსაუბრებოდი, მათი პრობლემები გამეზიარებინა და გადაჭრის გზა ერთად გვეპოვა.


გრძელდება შიდა საუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგება და გარე განათების სისტემის მოწყობა. რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია.


სამომავლოდ, მაქსიმალურად ვეცდები გვერდში დავუდგე ჩემს ხალხს და სოფელში არსებული პრობლემები მოკლე დროში აღმოვფხვრა" - განაცხადა ომარ ტაკიძემ.