გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტრაგედია ოზურგეთში - დედა და მისი 5 შვილი მანქანით გზიდან გადავარდა, დაღუპულია 13 წლის გოგო

16-04-2018

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელ გზაზე. ავტომანქანაში, რომელიც გზიდან გადავარდა, დედა და მისი ხუთი შვილი იმყოფებოდნენ. ოჯახი ბაილეთიდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ახალსოფელში ბრუნდებოდნენ.

ავტოავარიის შედეგად, 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხუთი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. უმძიმეს მდგომარეობაშია კიდევ ორი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

საჭესთან უფროსი შვილი ე. ჩ. იჯდა.

თვითმხილველთა თქმით, შემთხვევის ადგილზე "ოპელის" მარკის ავტომანქანამ მაშინ გამოიარა, როცა გზაზე ქალბატონი გადადიოდა, რომელსაც ეტლში ბავშვი ჰყავდა.

მძღოლმა ფეხით მოსიარულეებს მანქანა ააცილა, თუმცა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზიდან სამ მეტრში გადავარდა.

newposts