გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი: ტრიუმფალურ გამარჯვებას ვულოცავ მარიამ მურღვლიანს, მის ოჯახს, მწვრთნელს და სრულიად საქართველოს!

26-08-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარიამ მურღვლიანს ევროპის ახალგაზრდა ძალოსანთა ჩემპიონატზე ტრიუმფალურ გამარჯვებას ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში აღზრდილი გოგონას ეს დიდი წარმატება მთელი ქვეყნის გამარჯვებაა.

"15 წლის მარიამ მურღვლიანის ტრიუმფი ევროპის ახალგაზრდა ძალოსანთა ჩემპიონატზე, წარმოუდგენელი შედეგი - 3 ოქრო და 9 რეკორდი!

პირველი ქართველი ჩემპიონი და რეკორდსმენი გოგონა კონტინენტის პირველობაზე!

აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში აღზრდილი გოგონას ეს დიდი წარმატება მთელი ქვეყნის გამარჯვებაა.

ვულოცავ მარიამს, მის ოჯახს, მწვრთნელს და სრულიად საქართველოს!"-ნათქვამია პრემიერ-მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.