გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

25 წლის თელაველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

16-04-2018

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თელაველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა. 

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რომელიც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლით დანაშაული 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 
"ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 2015 წელს დამნაშავედ იყო ცნობილი", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 
ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა შაბათს თელეთში დააკავეს.

knews.ge