გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მამუკა წოწერიამ ჩარიცხულ აბიტურიენტებს სტუდენტობა მიულოცა

31-08-2021

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა აბიტურიენტებს ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ სტუდენტობა მიულოცეს.


„ანაკლიაში, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად ახალგაზრდებს შევხვდი და უნივერსიტეტებში ჩარიცხვა მივულოცეთ, ვისაუბრეთ გამოწვევებზე და გეგმებზე რაც ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გვაქვს. აშკარად ძალიან ნიჭიერი, თავისუფალი და წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები მოდიან.


წარმატებები, მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე!


პირობა მივიღე, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ზუგდიდში ჩამოვლენ აქ გააგრძელებენ მოღვაწეობას" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.