გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქუთაისში საცხოვრებელთან ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ

16-04-2018

ქუთაისში, ნიკეას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ბენზინგასამართი სადგური 70-მდე ოჯახისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ადგილობრივები შიშობენ, რომ მშენებლობას შეეწირება სკვერიც, რომელიც მათთვის ერთადერთი სარეკრეაციო ადგილია.

ადგილზე მივიდა ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურს აშენებს, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და ტერიტორია მალევე დატოვა.

imedinews.ge