გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კახა კალაძე: არჩევნებს პირველივე ტურში გამარჯვებით დავასრულებთ

2-09-2021

თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის სრული მხარდაჭერის იმედი აქვს და მეორე ტურის ჩატარების საჭიროებას გამორიცხავს.

„მადლობას ვუხდი თითოეულ თბილისელს იმ თანადგომისთვის, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. უამრავი შეხვედრა მაქვს დღის განმავლობაში და ამ მხარდაჭერის იმედი მაქვს. პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს და გავიმარჯვებთ. ვპირდები ჩვენს მოქალაქეებს, რომ მე ამ მხარდაჭერას დავაბრუნებ კონკრეტული გაკეთებული საქმეებით და განხორციელებული პროექტებით, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს", - განაცხადა კახა კალაძემ.