გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმის მე-14 ბაღში ბავშვებზე ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო

17-04-2018

ბათუმის მე-14 ბაღში გამოძიება ბავშვებზე ძალადობის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო ორგანოსა და სახალხო დამცველის აპატარს ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა მიმართა.

ინგა დავითაძემ, რომელიც სოციალური სააგნეტოს თანამშრომელია, პარაზიტებზე ანალიზების აღების პროცედურა გააპროტესტა. მშობლის განცხადებით, ბავშვებს ერთმანეთის თანდასწრებით აშიშვლებდნენ, არ იყვნენ ინფორმირებული მშობლები და არც ჰიგიების ნორმები იყო დაცული.

მისივე თქმით, მისმა შვილმა სტრესი მიიღო და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ბრალდებებს უარყოფენ ბაღში. ბაღის დირექტორის მაია ხუხუნაიშვილის თქმით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია, პროცედურა უმტკივნეულოა და ბიჭებსა და გოგოებს ცალცალკე უტარდებლდა.

imedinews.ge