გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ღონისძიება გაიმართა

17-04-2018

რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, #21 საბავშვო ბაღში ღონისძიება  გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ბაღის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგენენ. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ პედაგოგებიც.

#21 საბავშვო ბაღში გამოფენაც მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო  საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი საარქივო ფოტო და დოკუმენტური მასალები, რუსთავის შესახებ.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს წევრი გოგა ტუხაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

დღესვე ბაგა ბაღის ტერიტორიაზე  გამწვანების აქციაც გაიმართა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე ძირი ხე- მცენარე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დარგეს.

"ინფორუსთავი"