გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სოზარ სუბარი უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

6-09-2021

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელშიც პარლამენტის წევრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.


შეხვედრის ძირითად თემას თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები და ამ კუთხით, ჩვენი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. სოზარ სუბარი სტუმრებს მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე და ამ მიმართულებით არსებულ საკანომდებლო ნორმებზე ესაუბრა.


შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.


„უზბეკეთთან საქართველოს ურთიერთობა ამჟამად არ არის ისეთ დონეზე, რასაც ჩვენი ისტორიული ურთიერთობა იმსახურებს. ჩვენი მომავალი ეკონომიკური კავშირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა გაძლიერდეს და დაბრუნდეს იმ ნიშნულზე, რაც ოდესღაც გვქონდა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვის",- განაცხადა სოზარ სუბარმა.