გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ურეკში ზღვამ ორი მკვდარი დელფინი გამორიყა

18-04-2018

ურეკში ზღვამ ორი მკვდარი დელფინი გამორიყა. აღნიშნულ ინფორმაციას მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტირინგის დეპარტამენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დელფინების გამორიყვის ფაქტი ურეკის სანაპიროზე დაფიქსირდა. 
"მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტში 14 აპრილს შემოვიდა შეტყობინება სანაპირო ზოლში ორი მკვდარი დელფინის შესახებ, 15 აპრილს ამ ორი მკვდარი დელფინის ნახვის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ ბათუმის, ხოლო 16 აპრილს მწვანე კონცხის აკვატორიიდან, 17 აპრილს ეს ორი მკვდარი დელფინი ნახეს ქობულეთის აკვატორიაში. დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს ორი მკვდარი დელფინი გამოირიყა ურეკის სანაპიროზე",- აცხადებენ დეპარტამენტში.

"ინტერპრესნიუსი"