გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე თინა ბოკუჩავას: 19 აპრილის შეთანხმების ანულირება პრაქტიკულად თქვენ მოახდინეთ, როდესაც დოკუმენტს 4 თვე ხელს არ აწერდით

7-09-2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პირველი მოსმენით იხილება, საკითხის მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, თინათინ ბოკუჩავას ბრალდებებს უპასუხა.

 

„ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი" ეს იყო საუკეთესო ეპითეტი, რომელიც მოვისმინეთ ქალბატონი თინა ბოკუჩავასგან, რომელიც 9 წელი ემსახურებოდა ავტოკრატიულ რეჟიმს და იყო მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება შეთანხმების ანულირებას და ამაზე ქალბატონი თინას ბრალდებას - ანულირებასთან დაკავშირებით ბრალს გვიყენებს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ამ შეთანხმებას 4 თვე ხელს არ აწერდა. ამაზე მეტი აბსურდი რა შეიძლება იყოს პოლიტიკაში და ცხოვრებაშიც. 4 თვე ხელს არ აწერდით ამ დოკუმენტს და ახლა ჩვენ გვაბრალებთ, რომ ეს დოკუმენტი ანულირებულია. თქვენ მოახდინეთ პრაქტიკულად ამ დოკუმენტის ანულირება იმით, რომ 4 თვე ხელს არ აწერდით და შეურაცხყოფას აყენებდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.