გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორში „მაგთის“ ოფისი გაქურდეს

18-04-2018

ქალაქ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე „მაგთის“ ოფისიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. შემთხვევა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, თანამშრომლებმა დილით აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე ტელეფონი ადგილზე აღარ იდო. „დილით ჩვეულებრივ 9 საათზე მოვედით, დავიწყეთ მუშაობა და აღმოჩნდა, რომ დახლზე ტელეფონები აკლია“, - ციტირებს Qartli.ge თანამშრომლების კომენტარს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელიც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინეს და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

reginfo.ge