გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მიხეილ ჩხენკელი: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვა სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია

9-09-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა  შეხვედრა გამართა მუსიკალური თერაპიის ცენტრ „ბეკარი“-ს თანადამფუძნებელთან მარინა რაიდტ-ალთუნაშვილთან.

 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებში მუსიკალური თერაპიის მეთოდი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ინოვაციურია.

 

აღნიშნული მიდგომა, განათლების სხვადასხვა საფეხურზე დანერგილია და ფართოდ გამოიყენება  ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და ინგლისში. ეს აპრობირებული და უნიკალური მეთოდია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სხვადასხვა უნარების განვითარებისათვის. მიდგომა ითვალისწინებს, მუსიკალური თერაპიის სპეციალისტების ხელმძღვანელობით, კონკრეტული ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ ჯგუფურ და ინდივიდუალურ მეცადინეობებს.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლებაზე ზრუნვა და მათი ინტეგრირება საზოგადოებაში, სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია.

შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ცენტრ „ბეკარი“-ს მენეჯერი მარიამ კაციტაძე ესწრებოდნენ.