გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლები იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ

11-09-2021

სკოლის მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების თანამშრომლებს ვაქცინაცია ახალციხის რეფერალურ კლინიკაში ჩაუტარდათ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასკოლო საზოგადოებას, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.

 

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში  დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი.