გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სიღნაღის მერობის კანდიდატი მოსახლეობას ხვდება

11-09-2021

„ქართული ოცნების“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მალხაზი ბეგიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.


მალხაზ ბეგიაშვილი სოფელ მაღაროს მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატთან, ილია ბაიდოშვილთან ერთად შეხვდა.


მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ახალი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები განიხილა და რაიონში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა.


„ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით ყოველდღიურ რეჟიმში და მათგან ვისმენთ მოსაგვარებელ საკითხებს. არსებული გამოწვევების დასაძლევად, ახალი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში, გვაქვს ზუსტი ხედვა და განვითარები თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად განვახორციელებთ სიღნაღის მუნიციპალიტეტში,“- განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.