გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

15-09-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.


აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია ქალაქ ხაშურში. მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული. ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე დამონტაჟებული, მუშა მდგომარეობაში მყოფი ლენტური ხერხი, დენის წყარო (დიზელისძრავიანი გენერატორი), ცირკული ხერხი და სალესი მოწყობილობაც დაფიქსირდა.


სახერხი საამქრო დაილუქა.


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.