გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა

19-04-2018

სოფელ წაბლანაში 1989 წელს მომხდარი ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ყოველწლიურად პატივს მიაგებენ ხელისუფლების, საზოგადოებისა და დაღუპულთა ოჯახების წარმომადგენლები.

„ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ტკივილი და დანაკარგია თითოეული ადამიანი, რომელიც სტიქიამ იმსხვერპლა. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად აღმართულ მემორიალთან ყოველ წელს იკრიბებიან ხელისუფლების, საზოგადოების, დაღუპულთა ოჯახების წარმომადგენლები, ახლობლები და ნათესავები. თითოეული ჩვენგანი ქედს იხრის დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და იმედოვნებს, რომ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში არასდროს განმეორდება“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, 1989 წლის 19 აპრილს, გამთენიისას, ჩანჩურიხევში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა 23 ადამიანის სოცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ყველაზე პატარა ერთი წლის იყო.

"ინტერპრესნიუსი"