გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე N2 საბავშვო ბაღი შენდება

19-04-2018

ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება.
ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება.
ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება.
სამშენებლო სამუშაოები ერთ წელიწადში დასრულდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, 15 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი კი 2017 წელს ახალკახათში აშენდა.