გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სერგო ხიდეშელი გომისა და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდა

21-09-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გომისა და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდა.


უწერისა და გომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მადლენა მეტრეველთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას გუნდის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები გააცნო, რაც უპირველესად მათ საჭიროებებზეა ორიენტირებული.


“ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა სოფლების გაძლიერების მთავარი წინაპირობაა, რაც ცხადია, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის მუნიციპალიტეტის შემდგომ განვითარებას“ - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სერგო ხიდეშელმა.