გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თიანეთის სკოლაში კადეტების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

20-04-2018

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ. ლიცეუმის ხელმძღვანელებმა და კადეტებმა მორიგი შეხვედრა დაბა თიანეთის N 1 საჯარო სკოლაში გამართეს და მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სასწავლო დარგში ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, მაია გაბუნიამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

კადეტებმა კი მათ ლიცეუმის ისტორია, ამოცანა, მიღების კრიტერიუმები, სასწავლო პროცესი და იქ არსებული გარემო გააცნეს.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების ზუსტი თარიღი სასწავლო წლის დასრულებისას გახდება ცნობილი.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში კადეტები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. სასწავლო წლის დასრულებამდე საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება ქვემო ქართლის რამდენიმე სკოლაში იგეგმება.