გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

საჭიროების შემთხვევაში, ფაროსანასთან საბრძოლველად, შესაძლოა, ავიაციაც ჩაერთოს

20-04-2018

თუკი გახდება საჭირო ავიაციის ჩართვა ფაროსანასთან საბრძოლველად, რა თქმა უნდა, ჩაერთვება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემა ნოდარ კერესელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე - იგეგმება თუ არა აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ავიაციის გამოყენება, საპასუხოდ განაცხადა. 

ნოდარ კერესელიძე აცხადებს, რომ მოკვლევა ჩატარდა და საჭიროების შემთხვევაში, ამ ტიპის ტექნიკაც ჩაერთვება. 

„ამ ეტაპზე ეს არ არის დაგეგმილი, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მოკვლევა ჩავატარეთ როგორც ადგილობრივი რესურსის კუთხით, ასევე მეზობელი ქვეყნების შესაძლებლობების კუთხით და თუკი საჭირო გახდება, ამ ტიპის ტექნიკის შესაბამისი ჩართულობაც მოხდება“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. 

მისივე განმარტებით, ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აბაშაში გახსნილია საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებულია ტექნიკა და პესტიციდები, რომელთა გამოყენებაც მოხდება იმის პროპორციულად, თუ როგორ გამოვა მავნებელი - როგორი მასშტაბით და რა ტერიტორიაზე იქნება გავრცელებული.