გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ახალციხეში სპორტული კომპლექსი შენდება

24-09-2021

ქალაქ ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, მოხდება კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ასევე, გათვალისწინებულია პარკინგი.


სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკი 11 მილიონზე მეტი ლარით აფინანსებს.


სპორტ-კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.