გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ სოფელ ნახიდურის მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა

25-09-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ სოფელ ნახიდურის მოსახლეობა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით სოფლის საექიმო ამბულატორიაში აცრა.


ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამი მობილური ამცრელი ბრიგადა მუშაობს. ჯგუფები იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები.


აღსანიშნავია, რომ მობილური ბრიგადების გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, შპს „ტრიო-მედში“, დაბა კაზრეთის პოლიკინიკასა და სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიაშია შესაძლებელი.