გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გალში მიუსაფარი ძაღლების მასობრივმა ხოცვამ სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი გამოიწვია

23-11-2017

გალის რაიონში უპატრონო ძაღლები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს. ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მათ მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს. მათი განმარტებით, ბოლო დროს გახშირდა მიუსაფარი ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები.

“გასულ კვირას ძაღლების ბავშვებზე თავდასხმის ოთხი ფაქტი დაფიქსირდა. მე მესმის ამ საკითხის ყველა მხარე, თუმცა, როდესაც სასწორზე ბავშვის და ძაღლის სიცოცხლეა, მე ვთვლი, რომ ბავშვის სიცოცხლე და საერთოდ, ადამიანის სიცოცხლე, ბევრად მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდხნას ვეძებდით გამოსავალს, თავშესაფარზეც ვფიქრობდით, თუმცა, როდესაც ასეთი სიტუაცია შეიქმნა, მოგვიხდა იძულებითი, არაჰუმანური ზომების მიღება“, - განუცხადა „სპუტნიკ აბხაზიას“ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თეიმურაზ ასლანძიამ.

მისი თქმით, მოქალაქეები უპასუხისმგებლოდ იქცევიან და ამა თუ იმ მიზეზით უარს ამბობენ ძაღლებზე. ამ დროისათვის ქალაქში დაახლოებით 50 მიუსაფარი ძაღლია.

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციამ ძაღლების მასობრივი ხოცვა 18 ნოემბერს დაიწყო. გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება, ქალაქის ხელისუფლებამ სანეპიდემსადგურს და ვეტერინარიის სამსახურს შეუთანხმა.

გალში ძაღლების მასობრივმა ხოცვამ სოციალურ ქსელებში მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს მათ არაჰუმანური უწოდეს.

 


წყარო: რადიო "ათინათი"