გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სერგო ხიდეშელი ონის მაცხოვრებლებსს შეხვდა

27-09-2021

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა ქალაქ ონის მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა.
ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა სამოქალაქო პროცესებში, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის განვითარებას და ონელების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.


სერგო ხიდეშელმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი შემოიარა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც განასაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიიღეს მერობის კანდიდატი.


„ადგილობრივებთან უშუალო და გულწრფელი საუბრები მე და ჩემს გუნდს გვაძლევს მოტივაციას და გვაკისრებს პასუხისმგებლობას დროულად და ეფექტიანად ვუპასუხოთ მათ წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას.


მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები გადაწყვეტს, როგორი იქნება ონის მუნიციპალიტეტი 4 წლის შემდეგ, თუმცა დარწმუნებული ვარ თქვენი მხარდაჭერით და ჩემი მშობლიური კუთხის სიყვარულით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ონის განვითარების პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება“- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას სერგო ხიდეშელმა.