გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგების კურსს წელს კერძო სექტორის 1600-მდე წარმომადგენელი გაივლის

27-09-2021

პანდემიის პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის გადამზადების პროგრამებს აქტიურად აგრძელებს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსების, კვების ობიექტების და აგროტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა სახის ტრენინგი გაიმართა.


გადამზადების კურსები მთელი საქართველოს მასშტაბით შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად ჩატარდა და კოვიდთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რეგულაციებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოიცავდა. ტრენინგებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უსასყიდლოდ მართავს. მიმდინარე წელს ტურიზმის სექტორის 1600-მდე წარმომადგენელი გადამზადდება.