გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვასილ გველესიანი: მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია, არსებული პრობლემების გაცნობა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა, ჩვენი ვალდებულებაა

28-09-2021

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მერობის კანდიდატი სოფელ ზოვრეთის, საზანოს, საყავრიისა და გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.


„დღეს სოფელ ზოვრეთის, საზანოს, საყავრიისა და გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს შევხვდით. შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და დეპუტატობის კანდიდატები.


მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია, არსებული პრობლემების გაცნობა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა, ჩვენი ვალდებულებაა. მოსახლეობასთან ერთად განვიხილეთ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მოვისმინეთ მათი საჭიროებები და ვიმსჯელეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.