გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

„ქართული ოცნების“ ხობის მერობის კანდიდატმა, დავით ბუკიამ მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

29-09-2021

ხობის ცენტრალურ პარკში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატმა, დავით ბუკიამ მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.


შეხვედრას პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ქავთარაძე და საპატიო ხობელები ესწრებოდნენ, რომლებმაც მერობის კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში წარმატება და პირველივე ტურში გამარჯვება უსურვეს.


მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ გააცნო სამომავლო გეგმები, მადლობა გადაუხადა მათ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის და მოსახლეობასთან აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.